კახეთიდან „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერები გამოემგზავრნენ

თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერები კახეთიდან გამოემგზავრნენ.

„დღეს მთლიანი კახეთი უერთდება იმ შეკრებას, რომელიც იმართება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იქნება მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გზაზე. ამ ქვეყანაში აღარავის ექნება იმის უფლება, რომ იძალადოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეზე. იქ მყოფი ადამიანები გავაკეთებთ გზავნილს, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მშვიდობიანი განვითარების გზაზე. აქციას 15 000-მდე ადამიანი უერთდება კახეთიდან", - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პლატონ კალმახელიძემ.

რეგიონის ყველა ქალაქიდან კოლონები უკვე დაიძრა. როგორც ისინი აცხადებენ, მხარს უჭერენ ქვეყნის განვითარებას და არ დაუშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაბრუნებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო