ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით გადამზადებულ გიდებს ბინოკლები და სპეციალური ლიტერატურა გადაეცათ

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების კუთხით გადამზადებულ გიდებს ბინოკლები, სპეციალური ლიტერატურა და სერთიფიკატები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14-მა გიდმა ფრინველებზე დაკვირვების ტრენინგ-კურსი სექტემბერში გაიარა, რაც მათ ტურების დაგეგმვასა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტებისთვის სერვისის შეთავაზებაში დაეხმარება. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული პროდუქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ფრინველებზე დაკვირვების კუთხით აჭარას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მტაცებელი ფრინველების რაოდენობის კუთხით რეგიონი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რაც ეკოტურისტებსა და ორნითოლოგებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს. ამ მიმართულებით ჩვენ გვესაჭიროებოდა გიდები, რომლებიც ტურისტებს შესთავაზებდნენ ტურებს და პოპულარიზაციას გაუწევდნენ აღნიშნულ მიმართულებას. USAID -თან და ეკოტურიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩვენ შევძელით 14 გიდის მომზადება და აღჭურვა ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ტექნიკით, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული პროდუქტის განვითარებას,“- განაცხადა თინათინ ზოიძემ.

ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლება მონაწილეებს დაეხმარა შეეძინათ ის აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომელიც დაკავშირებულია გადამფენ ფრინველებზე დაკვირვების გიდების პროფესიონალურ საქმიანობასთან. კერძოდ, ენდემური ჯიშის ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია, მათზე დაკვირვება და აჭარის, როგორც ეკოტურიზმისთვის მიმზიდველი რეგიონის პოპულარიზაცია.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა დ ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით განხორციელდა. გარდა გიდებისა, ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ჭოგრიტები, ტელესკოპები და სპეციალური ლიტერატურა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს გადაეცა. ის აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მისი გამოყენება შეეძლებათ. ლიტერატურით მომარაგდა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაც.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, ასევე, USAID საქართველოს ოფისის, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს