„გორგია“ თელავში პირველ მოლს გახსნის

მალე, თელავის მცხოვრებლებს DIY ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს. 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თელავში, ალაზნის 77 ნომერში „გორგია“ პირველ მოლს გახსნის, სადაც ბევრი სხვადასხვა ბრენდი მოიყრის თავს.

„თელავი მოლი“ იქნება კახეთის რეგიონში პირველი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. ამას გარდა, „თელავი მოლში“ შოპინგი ძალიან მოსახერხებელი იქნება მომხმარებლებისთვის, რადგან ერთ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ისეთი ბრენდები, როგორიცაა: გორგია“, „კარფური“, „მინისო“, „ისი პარი“, „კორსო იტალია“, „უნო შუზი“, „ფარმ სახლი“, „ალტა“ და „სუპერი“.

გახსნის ცერემონიალზე მისული სტუმრები შეძლებენ ისარგებლონ 70%-მდე ფასდაკლებით. მათ ასევე ელოდებათ ვაუჩერები და საჩუქრები.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ საქართველოს მასშტაბით 10 ფილიალითაა წარმოდგენილი. „გორგია“ მომხმარებლებს მუდამ ანებივრებს ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი პროდუქციით.

მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარების მიუხედავად ვაგრძელებთ გაფართოებას, ინვესტირებასა და ადამიანების დასაქმებას. „გორგიასახალ კონცეფციაზე გადასვლა უკავშირდება მოლის ტიპის სავაჭრო ცენტრების გახსნას და მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიისა და რთული ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, იქმნება მრავალი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - აცხადებენ „გორგიაში“.

გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან კახეთის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

„გორგია,“ რომელიც 1998 წელს დაარსდა, ყოველთვის პასუხობს მომხმარებელთა საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, თელავში პირველი მოლის გახსნა მხოლოდ დასაწყისია იმ პროექტებისა, რომლებიც სხვა ქალაქებშიც გაგრძელდება.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს