მანანა ნარიმანიძე დუშეთის მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დუშეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მანანა ნარიმანიძე მოადგილეებს უახლოეს მომავალში დაასახელებს.

„იგი მერიაში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად მივიდა, სადაც მას უკვე ყოფილი მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად დახვდა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღნიშნულ შეხვედრაზე მანანა ნარიმანიძემ დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, ხოლო საზოგადოებას, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას მადლობა გამოუცხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ახლადარჩეული მერი უახლოეს მომავალში მოადგილეებს დაასახელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო