გიორგი კირთაძე - ჩემზეც გამოჩნდა „სიძულვილის პლაკატები“, ეს მიუთითებს იმას, რა დონის აგონიაშია „ქართული ოცნება"

გიორგი კირთაძე - ჩემზეც გამოჩნდა „სიძულვილის პლაკატები“, ეს მიუთითებს იმას, რა დონის აგონიაშია „ქართული ოცნება"

მთელი ღამის განმავლობაში „ქართული ოცნების" შტაბი “სიძულვილის ბანერებს" აკრავდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს ამომრჩეველი ბოლომდე სულელი ჰგონია, მათ შეუძლიათ დააჯერონ, ის რაც ბუნებაში არ არსებობს.

„როგორც ჩანს დამაფასეს, სხვა პოლიტიკურ ლიდერების მსგავსად ჩემზეც გამოჩნდა „სიძულვილის პლაკატები“ ქალაქში, ეს მიუთითებს იმას, რა დონის აგონიაშია „ქართული ოცნება". იციან, რომ პირველი ტურის მსგავსად მეორე ტურშიც პირწმინდად დამარცხდებიან. მაქსიმალური სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებას" არ უნდა ავყვეთ ამ სიძულვილის ენით საუბარში. მთელი ღამის განმავლობაში "ქართული ოცნების" შტაბები აკრავდა ამ "სიძულვილის ბანერს", ხალხი სურათებს მიგზავნიდა, როგორ ხევდნენ ამ გაკრულ პლაკატებს, რაც ძაან მიხაროდა. ვინც ხელმძღვანელობს "ქართული ოცნების" შტაბს და ალბათ ჩემი კონკურენტის მითითებით ხდებოდა ეს ყველაფერი",- აცხადებს გიორგი კირთაძე.