ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე - „ქართული ოცნება“ დიდი წვალების მიუხედავად ბათუმის საკრებულოში უმრავლესობას ვერ ქმნის

ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი წვალების მიუხედავად უმრავლესობა ვერ შექმნა, - ასე გამოეხმაურა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ადგილობრივ საკრებულოში „გახარია-საქართველოს" პარტიის წევრი დეპუტატის, ირაკლი თავდგირიძის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად დააანონსა, რომ ბრძოლას შანტაჟით, დაშინებითა და მოსყიდვით იწყებდა.

„რამდენიმე დღის წინ ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, რომელიც აკონტროლებს სუსს და პროკურატურას, მან პირდაპირ დაგვიანონსა, რომ ბრძოლას იწყებდა შანტაჟით, დაშინებითა და მოსყიდვით, რათა „ქართულ ოცნებას" შეექმნა უმრავლესობა, თუმცა ამ წვალების მიუხედავად მათ ეს ვერ მოახერხეს. მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა არ ჰყოფნის.

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა უნდა დასრულდეს, სიძულვილის პარალელურად პოლიტიკაში შანტაჟი და მოსყიდვა უნდა დასრულდეს 30 ოქტომბერს, საბოლოოდ დამარცხდება „ქართული ოცნება“, - აცხადებს გიორგი კირთაძე.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს