ამერიკაში დაფუძნებული Frontera Resources Corporation საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აგრძელებს

აშშ-ის შტატ ტეხასში, კერძოდ ჰიუსტონში დაფუძნებული ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია - Frontera Resources Corporation, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს, აცხადებს, რომ ფრონტერას ყოფილი დირექტორი და მასთან დაკავშირებული პირები აგრძელებენ პრესაში ცრუ და შეცდომაში შემყვანი საჯარო განცხადებების გავრცელებას, რომლებიც უკავშირდება მათ მიერ საქართველოში ფრონტერას ბიზნესის მისაკუთრების მცდელობას. აღნიშნული განცხადებები შეიცავს ყალბ პრეტენზიებსა და ინფორმაციას საქართველოში ფრონტერას ბიზნესთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს მათი თაღლითური ქმედებების მიმართ შეუსაბამო მხარდაჭერის მოპოვებას.

გასულ წელს ბატონი ზაზა მამულაიშვილი გათავისუფლებული იქნა ფრონტერას კომპანიებში დაკავებული დირექტორის თანამდებობიდან მის მიერ განხორციელებული დამაზიანებელი მოქმედებების გამო. მისი და მასთან დაკავშირებული პირების საჯარო განცხადებები მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ფრონტერასთვის ზიანის მიყენებას და ამავდროულად, წარმოადგენს მცდელობას, საქართველოს მთავრობა წარმოაჩინოს, როგორც საქართველოში ფრონტერას ბიზნეს ინტერესებისა და აშშ-დან განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიმართ მტრულად განწყობილი სუბიექტი. ბატონი მამულაიშვილის ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები ასევე შეიცავს პირად პოლიტიკურ სპეკულაციებს. გვსურს განვმარტოთ, რომ ფრონტერა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა იგი დაუბრუნდეს ოპერირების სრულყოფილ რეჟიმს და ძალიან აფასებს საქართველოს მთავრობის კონსტრუქციულ მხარდაჭერას. სამომავლოდ, ფრონტერა გეგმავს ითანამშრომლოს ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან, დასაქმებულებთან და კონტრაქტორებთან ბატონი მამულაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების მიერ მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

ბატონი მამულაიშვილის განცხადებები წარმოადგენს საქართველოში ფრონტერას ბიზნესში მავნებლურ ჩარევას და ფრონტერამ აღნიშნული დამაზიანებელი ქმედებების საპასუხოდ მიმართა შესაბამის ზომებს. ბატონი მამულაიშვილი და მისი ქმედებები არანაირი ფორმით არ არის ასოცირებული Frontera Resources Corporation-სა და მასთან დაკავშირებულ პირებთან. ისინი არ არიან უფლებამოსილნი, გამოიყენონ ფრონტერას სახელი და ფრონტერას ბრენდი. მეტიც, ისინი არანაირი ფორმით არ არიან დაკავშირებული არც აშშ-ის ინტერესებთან და არც ფრონტერას დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ისტორიულ ინვესტიციებთან.

2020 წლის აგვისტოში, ფრონტერას დირექტორთა საბჭომ ბატონ მამულაიშვილს მოუხსნა ფრონტერასთან დაკავშირებული ყველა კორპორატიული უფლებამოსილება და შესაბამისად, იგი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ამის შემდეგ, ფრონტერამ ბატონი მამულაიშვილის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი ქმედებები აშშ-სა და საქართველოში იმისათვის, რომ დაეცვა და შეენარჩუნებინა საქართველოში ფრონტერას მიერ დიდი ხნის მანძილზე წარმოებული ბიზნესი.

ამ კონტექსტში, 2021 წლის 11 ივნისს, Frontera Resources Corporation-მა მოიპოვა დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება ტეხასის შტატის, ჰარისის ოლქის 281-ე საოლქო სასამართლოში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ბატონ მამულაიშვილსა და მასთან აფილირებულ კომპანია „გრინ კაპიტალს“ უკრძალავს 1) საქართველოში ფრონტერას აქტივების განკარგვას, 2) ფრონტერასთვის ნებისმიერი ფორმით კონკურენციის გაწევას და 3) ნებისმიერი საოპერაციო ქმედების განხორციელებას, რაც დაკავშირებულია საქართველოში ფრონტერას ბიზნესთან. აშშ-ში სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ექსტრაორდინალურია და საჭიროებს მტკიცების მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას, რაც შეძლო ფრონტერამ. სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან მიიჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობა და აღუსრულებლობა განაპირობებდა ფრონტერასათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას. შესაბამისად, ბატონმა მამულაიშვილმა, „გრინ კაპიტალმა“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა უნდა შეწყვიტონ და თავი შეიკავონ ფრონტერასა და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედებისგან. ამასთან, მიმდინარე წლის 14 ივლისს, ფრონტერამ განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონი მამულაიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ფრონტერას განზრახვაა, რომ ბატონმა მამულაიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა პასუხი აგონ სისხლისსამართლებრივი წესით საქართველოში მათ მიერ ფრონტერას წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის.

ფრონტერა ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და აღნიშნულით აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, ვიყოთ საქართველოში აშშ-ის წარმატებული ინვესტიციის მაგალითი და ამით წავახალისოთ უფრო მეტი ამერიკული კომპანია, რომ შემდგომი ინვესტიციის განხორციელების ადგილად განიხილონ საქართველო.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა