ფოთში ქალმა ქალი დაჭრა

ფოთში ქალმა ქალი დაჭრა. შემთხვევა ნაბადის უბანში მოხდა. დაჭრილია ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი. ახალგაზრდა ქალს ზედაპირული ჭრილობები ზურგის არეში, სავარაუდოდ, შუშის ბოთლით აქვს მიყენებული.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო