„ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს „სმარტის“ 27-ე სუპერმარკეტი დაემატა

„ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს „სმარტის“ 27-ე სუპერმარკეტი დაემატა

„სმარტის“ 27-ე სუპერმარკეტი ისნის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გოგილოს აბანოებთან მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე გაიხსნა. ახალგახსნილ ობიეტზე 10 ადამიანი დასაქმდა. მომავალი წლის განმავლობაში „სმარტი“ ქსელის განვითარებას როგორც რეგიონში, ისე თბილისში განაგრძობს და კიდევ ათეულობით ადამიანს დაასაქმებს.

„სმარტის“ ახალი სუპერმარკეტი ექსკლუზიური იმპორტული პროდუქციით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულითა და იტალიური ყავით „დანკინის“ ამერიკულ რესტორანთან და „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან ერთად თბილისის გარეუბანში კიდევ ერთ საჭირო და მიმზიდველ სივრცეს ქმნის და 24/7-ზე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს.

„მოხარული ვართ, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ფონისა ქვეყანაში, „სმარტისთვის“ როგორც გასული, ისე მიმდინარე წელი ქსელის განვითარების აქტიური პერიოდია. უფრო მეტიც, მომავალი სამი წლის განმავლობაშიც „სმარტი“ კიდევ 30-მდე ახალი ფორმატის სუპერმარკეტს გახსნის „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყანაში მოგზაური ან მცხოვრები ადამიანებისთვის ყველაზე ერთგულ თანამგზავრობას ისახავს მიზნად. ესქკლუზიური იმპორტული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფართო არჩევანით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულით, უგემრიელესი სენდვიჩებით თუ „სმარტ კაფეს“ იტალიური ყავით „სმარტი“ ერთგული მომხმარებლებისთვის საყვარელი ბრენდია, რომელსაც მალე საქართველოს ყველა კუთხეში ვიხილავთ“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

“სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში გააგრძელებს. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

(R)