თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის 2002 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 1000 ბენეფიციარით იზრდება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2022 წელს მილიონი ლარით იზრდება.აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს.

ამასთან, როგორც აღინიშნა, 1000 ბენეფიციარით იზრდება ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა, ხოლო მილიონ ლარამდე იზრდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა დაფინანსება.

„რაც შეეხება საკუთრივ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს, იცით, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ტყვიის შემცველობის პრობლემა ზოგადად ბათუმში და მთლიანად აჭარაში, რომლითაც სამწუხაროდ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ამიტომ ამ მიმართულებით მომავალ წელს იზრდება ორსულ ქალბატონებში ტყვიის შემცველობისთვის განსაზღვრული საჭირო კვლევების დაფინანსება. მილიონ ლარამდე იზრდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა დაფინანსება. 1000 ბენეფიციარით იზრდება ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა. ეს ეხება როგორც აუტიზმის დიაგნოზით, ასევე ადრეული განვითარების პრობლემებით მყოფ ბავშვებს ჩვენს რეგიონში. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ საზღვარგარეთ მკურნალობა და წელს პირველად დაფინანსდა და გაგრძელდება საზღვარგარეთ გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა