აჭარის ფინანსთა სამინისტრო - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის საჩივარი, ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ცილისწამებაზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის საჩივარი, ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტების მიერ, მის მიმართ გავრცელებულ ცილისწამებაზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე საქმეზე ჯაბა ფუტკარაძემ ასევე სარჩელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომელიც უკვე წარმოებაშია.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საკითხი ეხება ტელეკომპანია „პირველზე", გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი", გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა ჯაბა ფუტკარაძის და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დისკრედიტაციას“.

საუბარია გასული წლის საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, რომელსაც ჰყავს მსჯავრდებულები და ეს საქმე საზოგადოებისთვის, შესაბამისი უწყების მიერ, გასაჯაროებულია.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არც საქმეში არსებული დეტალები და არც სიუჟეტის რესპოდენტები, არ ადასტურებენ არსებულ საქმესთან პირდაპირი, ან თუნდაც ირიბი ფორმით ჯაბა ფუტკარაძის რაიმე ტიპის ჩართულობას და კავშირს, ჟურნალისტმა არათუ ვარაუდის დონეზე, არამედ მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულა, უფრო მეტიც, პირდაპირ ბრალი დადო ჯაბა ფუტკარაძეს ქრთამის აღებაში.

„სიუჟეტში მოცემული მიზანმიმართული ცილისწამება, არის ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩემი საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ, სიცრუის მანქანას ამჯერად მოუწევს უკვე სასამართლოს წინაშე აგოს პასუხი, მათ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე.

აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ, კანონით განსაზღვრული პროცედურებით, ვაგრძელებთ ინვესტორებთან კომუნიკაციას, რათა მოვახდინოთ შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ჩვენს რეგიონში. ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, კანონის ფარგლებში, ახლაც და მომავალშიც დავეხმარებით", - აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა