კონსტანტინე კაკავამ 1 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ საზოგადოებას 1 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კონსტანტინე კაკავამ განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაზე, განათლების ხელშეწყობის პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრა კოვიდ- რეგულაციების დაცვით გაიმართა და მას სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწერებოდნენ.

ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები ძირითადად სამომავლო გეგმებს და თვითმმართველობის სტრატეგიულ მიმართულებებს ეხებოდა.

როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის მასტიმულირებელია, რათა მოქალაქეთა მეტი ჩართულობითა და თანამონაწილეობით ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და საქმიანობაში მივიღოთ კონკრეტული შედეგები.

„ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და საქმიანობაში მაქსიმალურად იქნება ასახული თითოეული მოქალაქის, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები, მისწრაფებები და სურვილები. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, შეიძლება ითქვას და თვითმმართველობის ქვაკუთხედი. მეტი თანამშრომლობა, მეტი ჩართულობა, მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე”, - აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

დეტალური ანგარიში იხ. ბმულზე: http://zugdidi.mun.gov.ge/ge/meris-angarishi

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო