ბათუმის 22-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

ბათუმის 22-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ხოროიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ უბანზე კომისიის თავმჯდომარეს გაორებული სამაგიდო სიები ჰქონდა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა შესაბამის აქტი შეადგინეს და აღნიშნული სიები დალუქეს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება.

"ბათუმის 22 -ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს სამაგიდო სიები აღმოაჩნდა, ეს იყო გაორებული სიები, რომელიც ჩვენმა წარმომადგენელმა შენიშნა. ამის შემდეგ, ჩვენ ვუთხარით რომ სიებს თუ არ გადმოგვცემდა, პოლიციას გამოვიძახებდით, პოლიციის ხსენებაზე იძულებული გახდა, რომ სიები ეჩვენებინა. ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც გვაქვს. ფაქტის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიამ შეადგინა შესაბამისი აქტი და დაილუქა ეს სიები. პრაქტიკაში, მსგავსი შემთხვევა პირველად მქონდა. წარმოიდგინეთ გაორებული სიები, რომ აღმოჩნდეს ყველა უბანზე, ამას ხელისუფლება თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. თითო უბანზე 20 ადამიანი ასე რომ განმეორდეს, საერთო ჯამში შეცვლის არჩევნების შედეგებს. მოვუწოდებთ, საუბნო საარჩევნო კომისიებს, გადახედონ და შეადგინო შესაბამისი აქტი ასე თუ განმეორდა სიები. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ",- აცხადებს ირმა ხოროიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო