პოლიციამ ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავა

პოლიციამ ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავა

სამართალდამცველებმა ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი, ამირან ჯანაშია დააკავეს.

დაკავებულის ახლობლების განცხადებით, ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს, რადგან ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი.

ამირან ჯანაშია იმ დროს დააკავეს, როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

"ეს იმ სიბინძურის გაგრძელება არის, რა სიბინძურეც დააანონსა პრემიერ - მინისტრად წოდებულმა ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ წავიდა ეს მოქმედებები. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა დააკავეს და სახლში, ბავშვის და მეუღლის საწოლის ლეიბიდან ამოუღეს ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი და ხელყუმბარები. ამ სიბუნძურეზე წავიდნენ. შემდეგ შევიდნენ სამმართველოს ყოფილი უფროსის, რუსლან შომახიას სახლში. მან წინასწარ იციდა, რომ მასზე იყო რაღაც მოქმედებები, ამიტომ სახლში არ დახვდა. იქ რომ არ დახვდათ გადაიფიქრეს და წაიღეს მისი კუთვნილი სანადირო თოფი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ კიდევ აპირებდნენ თადარიგის ოფიცრების დაკავებას. ყველას მოვუწოდებ, ხვალ მოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა. ვაფრთხილებ ყველა იმ პოლიციელს, ვინც ამ სიბინძურეში მიიღო მონაწილეობა, არავის ეს არ შერჩება, ისინი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე იმიტომ, რომ მსგავსი სიბინძურეები ამ ქვეყანაში უნდა მორჩეს“, - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, პირი 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვას გულისხმობს.