გიგი წერეთელი - საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები - არჩევნების მეორე ტურთან და სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები მეორე ტურებში და შეწყვიტოს ოპონენტების პოლიტიკური დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს სერიოზული საფრთხე დაემუქრება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

წერეთელის ინფორმაციით, ბრიუსელში სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

წერეთლის თქმით, რეზოლუცია კრიტიკულია და მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყდეს პოლიტიკური დევნა და მიეცეს სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარების საშუალება.

„ეს არის საერთაშორისო ცენტრისტულ-დემოკრატიული პარტია, რომელშიც მსოფლიოს 73 ქვეყნის 100- მდე პარტიაა გაერთიანებული. ბრიუსელში ჩატარებულ აღმასრულებელი კომიტეტისა და გენერალურ ასამბლეაზე, სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორგანიზაცია, ძირითადად ცენტრისტული, ქრისტიან -დემოკრატიულო და მემარჯვენე პარტიების შემადგენლობით. ამ განხილვებში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ევროპელი ლიდერები, ისე ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის წარმომადგენლები. „ევროპული საქართველო” ამ გაერთიანების წევრია და შესაბამისად, გვაქვს უფლება მივიღოთ მონაწილეობა ამგვარ შეკრებებში. წარდგენილი რეზოლუცია დისკუსის შემდეგ ერთხმად იქნა მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის და ჩვენი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერა, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მკაფიოდ აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა და თავისუფალი სასამართლო არის მთავარი წინაპირობები საქართველოს დასავლური მომავლისთვის. შესაბამისად, წუხილია გამოთქმული და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების მოქმედებებზე. პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არჩევნების მანიპულირება, სიძულვილის, დაპირისპირების, ძალადობის კულტივირება, უკიდურესად დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ნორმალური პოლიტიკური პროცესისათვის. განხილვისას და თავად რეზოლუციაში ხაზი გაესვა 30 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ, მათი მხრიდან არის მოწოდება მმართველი ძალის მიმართ, რომ შეიქმნას თანაბარი პირობები და არ დაუშვენ ამომრჩეველზე ზეწოლა და მოსყიდვა, ძალადობა და დაშინება, რაც სამწუხაროდ, პირველ ტურში სადამკვირვებლო მისიების შეფასებებში ვნახეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს, იმ დამოკიდებულებას, რაც აქვს ხელისუფლებას მის მიმართ, რომ ის ვერ სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომ შესაძლოა ვერ მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკულია რეზოლუცია და მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყდეს პოლიტიკური დევნა და მიეცეს სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარების საშუალება. რეკომენდირებულია, რომ „საერთაშორისო წითელი ჯვარი“ იყოს ჩართული მონიტორინგისა და ანგარიშისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე, განხილვის დროს გამოითქვა ინიციატივა, რომ სასწრაფოდ შეიქმნას დელეგაცია ცენტრისტული გაერთიანების, ევროპის სახალხო პარტიის, ასევე ევროპარლამენტის სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობით, რომელიც ჩავა საქართველოში და ადგილზე გაუწევს პროცესს მონიტორინგს“, - განაცხადა წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო