ანა წითლიძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს თავს დაესხნენ

ანა წითლიძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს თავს დაესხნენ

"ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, პარტიის მხარდამჭერს თავს დაესხნენ.

ამის შესახებ წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"თავს დაესხნენ ჩვენს მხარდამჭერს ზური ბეჭვაიას , რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა ხმის მისაცემად და აქტიურად გვეხმარება საარჩევნო კამპანიაში. ოთხი მანქანით გზა გადაუჭრეს და გაუსწორდნენ ფიზიკურად, წაართვეს საბუთები და პირადი ნივთები: ნაციონალოს ყვირილით და გინებით",- წერს წითლიძე Facebook-ზე.