ქუთაისში დღეს მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. ქალაქში 124-ვე უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.
#59-ე საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეფერხება არცერთ უბანზე არ დაფიქსირებულა.
ქალაქში ორი სპეცუბანია გახსნილი, მათგან ერთ-ერთი ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ქალაქში 153 726 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები იბრძვიან.