გიორგი კირთაძე - მნიშვნელოვანია, რომ აქტივობა იყოს მაღალი

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ საკუთარი არჩევანი 55-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი არჩევნები გადაწყვეტს ქვეყნის ბედს.

„მნიშვნელოვანია, რომ აქტივობა იყოს მაღალი. ეს არჩევნები არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში. მოვუწოდებ ყველას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს მაღალი, არჩევნებზე მივიდეთ",- აცხადებს გიორგი კირთაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა