ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 07:00 საათზე დარღვევების გარეშე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია.

კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თქმით, მხოლოდ ორ უბანზე დაფიქსირდა საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული პროცედურული დარღვევა, რომელიც მალევე გასწორდა.

რაც შეეხება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დამკვირვებლებს ცალკეულ უბნებზე სამაგიდო სიებთან წვდომა არ აქვთ, მესხის განმარტებით, სიებთან წვდომა მარტო კომისიის წევრებს აქვთ და არა დამკვირვებლებს.ზუგდიდში სულ 109 უბანია. რეგისტრირებულია 119 798 ამომრჩეველი.საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.