#20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რუსთავში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის ინფორმაციით, რუსთავში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც გაგა აფციაურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვით მშვიდად მიმდინარეობს. რუსთავში ქალაქის მერის არჩევნები, ერთ მაჟორიტარულ #6-ე ოლქში კი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძე იღებენ მონაწილეობას, #6 მაჟორიტარულ ოლქში კი "ქართული ოცნების“ კანდიდატი გრიგოლ ვეფხვაძე და პარტია „საქართველოსთვის“ ერეკლე დოლიძე.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა