ალექსანდრე მილორავა სუს-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - ან ტექნოლოგიები გააუმჯობესონ ან კომპეტენცია და ის ხმა დაადონ ჩემს სახელ და გვარს, რომელიც რეალურად ჩემია

სუს-ი ცდილობს, რომ ჩვენ არეულობის ორგანიზება მოგვაწეროს, თითქოს ამას ვგეგმავდით, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩანაწერებში იგი არ ფიგურირებს და მის სახელ -გვარს იყენებენ.

„არანაირ გადატრიალების მცდელობას ადგილი არ ჰქონია, აქედან გამომდინარე, ჩემთვის სასაცილოა. მივმართავ, რომ ან ტექნოლოგიები გააუმჯობესონ ან კომპეტენცია და ის ხმა დაადონ ჩემს სახელ და გვარს, რომელიც რეალურად ჩემია. აქედან გამომდინარე, სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.

ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველთვის განვიხილავ ხერხებს, როგორ შეიძლება გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ჭრილში, შესაბამისად არახალია, რომ არ გვსურს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ამ პოზიციას ღიად ვაფიქსირებთ. რასაც სუს-ი ცდილობს მოგვაწეროს, რომ ჩვენ არეულობას ვგეგმავთ, თითქოსდა ვგეგმავდით ციხეში შეჭრას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი სახელი და გვარი სხვა ადამიანის ხმაზე არის დადებული, არ ვიცი ის ადამიანი ვინ არის. ყველა მიხვდება, რომ მე არ ვარ", - აცხადებს მილორავა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა