14.07.2025 / 09:02
მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ზუგდიდში, მე-20 უბანთან „ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და მათი მოძრაობის წევრს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და მოძრაობა „საქართველოსთვის” წევრ ბექა პაპაშვილს შორის.

როგორც ჟურნალისტებს გიორგი მუმლაძემ განუცხადა, პაპაშვილმა დაინახა, რომ საარჩევნო უბნის გარეთ ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვას. მუმლაძის განმარტებით, მაშინ, როდესაც პაპაშვილმა ვითარების გარკვევა სცადა, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვას, მასსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერს შორის ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამ დროს მოხდა. მუმლაძის თქმით, ამ დროისთვის ბექა პაპაშვილი და ის პირი, ვინც მას ფიზიკურად დაუპირისპირდა, პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

„ახლა, დამკვირვებელი ვარ ორგანიზაციიდან "აჭარის განვითარების ცენტრი”. ჩვენი მეგობარი ბექა პაპაშვილიც არის დამკვირვებელი, რომელმაც ნახა, რომ უბნის გარეთ ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს, სიებს ადგენდნენ. სიების მქონე პირებს ბექამ კითხვით მიმართა, თუ რას აკეთებდნენ. ამ დროს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამწუხაროდ, ეს მოხდა პოლიციის თანდასწრებით. მივმართავ პოლიციას, რომ აუცილებელია მანამდე მოხდეს რეაგირება, ვიდრე ეს დაძაბულობა მოხდება. რამდენიმე ე.წ მოკრიმინალო ელემენტი მოვარდა ამ ინციდენტის შემდეგ და გვითხრეს, რომ ეს ჩვენი ქალაქია და აქ რა გინდათო", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა