ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელი - წინასწარ შეფასებებსა და დასკვნებს ხვალ წარმოვადგენთ

ჩვენი საქმეა მთელი საარჩევნო პროცესის დაკვირვება, ამისთვის ვიმყოფებით ჩვენ აქ. საარჩევნო დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ყურადღებით ვაკვირდები მას. წინასწარ დასკვნებს და შეფასებებს ხვალ წარვადგენთ, - ამის შესახებ ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო შეფასებას რამდენიმე კვირაში გაავრცელებენ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის რეკომენდაციებიც იქნება წარმოდგენილი.

“ჩვენ ვაფასებთ მთელს საარჩევნო პროცესს, წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს, საჩივრებს. ხვალ გავავრცელებთ განცხადებას წინასწარი შეფასებებისა და დასკვნების შესახებ. ჩვენ გვყავს დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე და დღეს საღამოს და ხვალ დილით ადრე მათგან მივიღებთ ინფორმაციას და ამის შემდეგ წარვადგენთ ჩვენს შეფასებებსა და დასკვნებს,“- აღნიშნა ალბერტ იონსონმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა