თორნიკე რიჟვაძე - დღეს არჩევანი გავაკეთე ღირსეული და თავისუფალი ბათუმისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი არჩევანი მე-16 საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არჩევანი არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ გააკეთა.
„დღეს არჩევანი გავაკეთე ღირსეული და თავისუფალი ბათუმისთვის, იმ ბათუმელებისთვის, იმ საქართველოსთვის, სადაც თითოეული ადამიანის ღირსება და თავისუფლება გარანტირებულია, სადაც ბიზნესი ხელშეუხებელია და ვერავინ გაბედავს მის გაკულაკებას. რა თქმა უნდა, მე არჩევანი გავაკეთე, არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ და იმავეს მოვუწოდებ თითოეულ ბათუმელს და ჩვენ მხარდამჭერს",- აღნიშნა რიჟვაძემ.
























