ბადრი ჯაფარიძე - ხმა მივეცი ცვლილებებს, იმას, რომ ხვალიდან ქვეყანაში დაიწყოს ახალი, განსხვავებული ცხოვრება

ხმა მივეცი ცვლილებებს, იმას, რომ ხვალიდან ქვეყანაში დაიწყოს ახალი, განსხვავებული ცხოვრება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მას აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურზე დამარცხდება.

„იმედი მაქვს, რომ აქტიურობა იქნება დიდი, ჩვენი თანამოქალაქეების აქტივობა გადამწყვეტია. იმედი მაქვს, დღეს არავინ დარჩება სახლში და ყველა გააკეთებს არჩევანს თავისი ქვეყნის, თავისი ოჯახების, შვილების მომავლისთვის. მე იმედი მაქვს, დღე მშვიდად ჩაივლის, რა თქმა უნდა, ყველა მობილიზებული უნდა ვიყოთ. უნდა დავიცვათ ხმები, არ უნდა დავუშვათ არც ერთი დარღვევა არც ერთ უბანზე. გარდა იმისა, რომ პარტიების წარმომადგენლები ვაკვირდებით ზედმიწევნით უბნებზე მიმდინარე ხმის მიცემის პროცესს, აუცილებელია მოქალაქეების მაღალი აქტივობა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, თითოეულ დარღვევაზე უნდა შედგეს ოქმი და უნდა იყოს სათანადო რეაგირება.

„არც ერთი უბანი ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს, დათვლა უნდა დაიწყოს ოპერატიულად, არ უნდა მოხდეს ოქმების გადაცემის დაყოვნება. ამიტომ ამ პროცესზე იქნება ჩვენი მხრიდან ზედმიწევნით ყურადღება. მოლოდინი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა ქალაქში დამაჯერებლად დამარცხდება. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვემზადოთ გამარჯვების აღსანიშნავად“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს