ზუგდიდის 20-ე უბანზე დაპირისპირება იყო, დაკავებულია რამდენიმე პირი

ზუგდიდში 20-ე უბანზე დამკვირვებლები, გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია დააკავეს. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

მანამდე ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. როგორც მუმლაძე აცხადებდა, მას რამდენიმე ადამიანი მიუვარდა და ჩხუბი დაუწყო იმის გამო, რომ იგი არ იყო ზუგდიდელი და უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

მუმლაძე აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვდა ირაკლი ჩიქოვანისგან, რომელიც უბანთან ინციდენტის შემდეგ მივიდა.

ადგილზე 5 პირია დაკავებული. "ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქედან 4 არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, 1 კი” ქართული ოცნების”.

შსს-ს განმარტებით, ისინი დაკავებული არიან 166-ე და 173-ე ადმინისტრაციული მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა