ანა წითლიძის განცხადებით, ინფორმაცია აქვთ, რომ „ქართული ოცნება” ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა წითლიძის განცხადებით, მათ ინფორმაცია აქვთ, რომ "ქართული ოცნება” ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას აპირებს.

მისი თქმით, მე-18 და 21-ე უბნებზე შესაძლოა, მობილიზდნენ პირები, რომლებიც შეეცდებიან ე.წ. კარუსელის დატრიალებას ხმების გაყალბებისთვის.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, დილიდან, ქალაქის ყველა უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს შეეზღუდათ სამაგიდო სიების კონტროლი.

„იმის გამო, რომ ჩვენი დამკვირვებლები ამაზე საჩივრებს წერდნენ, ისინი უბნებიდან გამოაძევეს, მაგალითად, მე-10 და მე-3 უბნებიდან. ახლა, ყველა ჩვენი წარმომადგენელი და დამკვირვებელი გამოძევების ზღვარზეა, იმიტომ, რომ ეს ადამიანები იბრძვიან, რათა აღკვეთონ ყველა დარღვევა. ასევე, ქალაქის არცერთ უბანზე დაცული არ არის 100 - მეტრიანი დისტანცია და მიუხედავად არაერთი მიმართვისა, პოლიცია არაფერს აკეთებს. ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ ადამიანები, ე.წ. ძველი ბიჭები იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ცდილობენ ზემოქმედების მოხდენას ამომრჩეველზე. მივმართავ პოლიციას, უზრუნველყოს ქალაქის ყველა უბანზე 100 - მეტრიანი დისტანციის დაცვა, რომ არაუფლებამოსილი ადამიანები არ იყვნენ უბნების შიგნით. ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა მე-20 და 81-ე უბნებზე. მე-20 უბანზე შემთხვევა გვქონდა ასეთი, ამომრჩეველმა ქუჩაში ნაპოვნი ბიულეტენები შემოიტანა და თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვა", - განაცხადა ანა წითლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა