10 საათის მონაცემებით, ბათუმში ამომრჩეველთა 7.83%-მა მისცა ხმა

10 საათის მონაცემებით, ბათუმში ამომრჩეველთა 7.83%-მა მისცა ხმა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეთა ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება. როგორც ოლქში აცხადებენ, ამ დროის მონაცემებით, ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 7.83 პროცენტმა. ოლქის ინფორმაციით, თითქმის იგივე აქტივობა იყო არჩევნების პირველ ტურში. მე-100 საარჩევნო უბანზე ერთი საჩივარია შედგენილი პროცედურულ დარღვევაზე.

ცნობისთვის აჭარაში ბათუმსა და ხელვაჩაურში მერის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.