ნინო ლაცაბიძე - „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები არ აძლევენ მოსახლეობას საშუალებას შევიდნენ უბანზე და გააკეთონ არჩევანი, ცდილობენ არეულობის შეტანას - უბნებზე დადიან: შაშკინი, ხაბეიშვილი, მერაბიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ აძლევენ მოსახლეობას საშუალებას შევიდნენ უბანზე და გააკეთონ არჩევანი. ისინი ცდილობენ არეულობის შეტანას. უბნებზე დადიან: შაშკინი, ხაბეიშვილი, მერაბიშვილი. ჩვენი ამოცანაა ეს დღე მშვიდობიანად მოვიყვანოთ ბოლომდე, - განაცხადა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა რუსთავში, ნინო ლაცაბიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დადიან და ​აფრიალებენ ვაუჩერებს, ვითომ "ოცნებამ" დაურიგათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. #39 უბანზე მარკირებიანი ცდილობდა შესვლას, #28-ე უბანზე აცხადებდნენ, რომ არასამთავრობოდან იყვნენ, თუმცა არ ჰქონდათ დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

17-ე უბანზე კონფლიქტი წამოიწყეს არეულობის გამოსაწვევად, #3-ე უბანზე სამაგიდო სიებს უღებდნენ სურათებს, რისი დამადასტურებელი მასალაც გვაქვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე დადის უბან-უბან და ცდილობს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას. ოპოზიციის დამკვირვებლები ხელს უშლიან კომისიის წევრებს მუშაობაში, ასევე უკონტროლოდ ხდება რიგი მედია საშუალებების შესვლა უბანზე, სამაგიდო სიებს უღებენ ფოტოებს, პერსონალურ მონაცემებს აიდენტიფიცირებენ. უბნებზე დადიან შაშკინი, ხაბეიშვილი და მერაბიშვილი", - განაცხადა ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძესთან ერთად ბრიფინგი საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ზარქუამ გამართეს და მათ ოპოზიციას მოუწოდეს, მშვიდ გარემოში წარმართონ საარჩევნო პროცესი და შეწყვიტონ არეულობის მოწყობის მცდელობები უბნებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა