ხმაური იყო ფოთში, მე-12 საარჩევნო უბანთან

ხმაური იყო ფოთში, მე-12 საარჩევნო უბანთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, სამარშუტო ტაქსებში მოქალაქებს დასურათებული სიები ეჭირათ და გამოგლიჯა ხელიდან, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მისივე თქმით, ყველა უბანთან დგას სამარშრუტო ტაქსები და არაა 100 მეტრის დისტანცია დაცული. როგორც ის ამბობს, მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება.

„ხელიდან გამოვგლიჯე სიები. პირადობის ნომრებით იყო ეს სიები, ისე უბრალო სია კი არ იყო, ტელეფონის ნომრებიც იყო, ყველფერი გაყალბებისთვის გამზადებული", - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო