გიგა ბოკერია - „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ კვლავ უკანონო ჩანაწერებით და მსგავი ტიპის უტიფარი ხრიკებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

მსგავსი ტიპის გამოძიებები არჩევნების დამთავრებისთანავე მალევე წყდება, რადგან ყველამ იცის, რომ უტიფარი სიცრუე და წინასაარჩევნო ხრიკია, - ამის შესახებ „ევროპული საქართვლოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე გაკეთებულ განცხადებას და მათ მიერ გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს, სისხლის სამართლებრივად სრული აბსურდია.

„მე მსგავსი ჩანაწერების შინაარსში საერთოდ არ შევდივარ, იმდენად სკანდალური და უკანონოა ხოლმე ის, რა ფორმითაც ხდება ეს ყველაფერი. გვითხრეს, რომ მოსამართლის თანხმობით მოხდაო, რა წინაპირობით იყო მსგავსი ტიპის მიყურადება ესეც უნდა ვიცოდეთ, ჩვენი სასამართლოს პირობებში ეგ ტესტიც არაა დაცული. არც ფაბრიკაციებისგან არ ვართ დაცული, ბევრჯერ გვინახავს ამ ხელისუფლებისგან, თუმცა რაც გვანახეს და რაც მოვისმინეთ, გარდა იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურად კრიტიკული აზრი ამა თუ იმ მოსაზრებაზე, ამის მეტი საერთოდ არაფერია იმ ჩანაწერში. აბსურდია, რაზეც ისინი საუბრობენ სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით. თან, რაც მთავარია, ჩვენ წლების განმავლობაში ერთი და იმავე სცენარის გამეორებას ვხედავთ. გვქონია ამაზე უფრო მეტი ძალისხმევით დაწყებული გამოძიებები, უმძიმესი ბრალდებებით, გადატრიალება, დამხობა ხელისუფლების და ა.შ, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ეს გამოძიებებიც წყდება, იმიტომ რომ ყველამ იცის, რომ სიცრუე და მორიგი უტიფარი წინასაარჩევნო ხრიკია. როგორც ჩანს, ეს არის ის სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც ხდება ძალის დემონსტრირება და მათი მომხრეების იმ ნაწილისთვის, ვინც არ არის ადმინისტრაციულ ვერტიკალში, ჩვენება იმის, რომ თუ წინასაარჩევნოდ არ იკადრებენ ყველაფერს, მაშინ მათ მდგომაროებას ხიფათი ელის. ეგ არ არის ის ფაქტორი, რომელიც რამე როლს უნდა თამაშობდეს ან ითამაშებს. ყოველგვარი საყვედურის გარეშე ვიტყვი, რომ პირველ ტურში 200 000 კაცით ნაკლები მოვიდა ვიდრე 2020 საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა თუ იმავე დოზით მაინც მოხდება საპროტესტო ამომრჩევლის გამოცხადება მეორე ტურში, განსაკუთრებით იქ, სადაც უჭირს „ოცნებას“, ეს იქნება გარანტია მათი მარცხისა. არ გამოცხადება და რაოდენობის დაკლება კი პირიქით იქნება შანსი რეჟიმისთვის რაღაც ტიპის მანიპულაციების, რომ არალეგალური მეთოდებით შეინარჩუნონ, გაიხანგრძლივონ ძალაუფლება და გაზარდონ კიდევ უფრო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ჯეიმი ფლაი - უკრაინელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მზად არიან დაიცვან თავის ქვეყანა, მიუხედავად საშინელი საფრთხისა, რომლის წინაშეც იდგა უკრაინის ბევრი ოფიციალური პირი და უკრაინელი ხალხი
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის - ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან
IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა