ზუგდიდის მე-10 უბანთან ხმაურია

ზუგდიდის მე-10 უბანთან ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამკვირვებელი მედეა ჯალაღონია ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უბნიდან გამოაძევეს.

მისი თქმით, უბანში დარღვევები დააფიქსირა, კერძოდ, კომისიის წევრები ბიულეტენზე ბეჭედს არ სვამენ.

ჯალაღონია ამბობს, რომ იგი კლინიკა „გულის“ ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელია და იცავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას ხმებს. უბნის შიგნით მედიის წარმომადგენლების ნაწილი სამართალდამცავებმა არ დაუშვა.

გარდა ამისა, ენმ-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნენე დალაქიშვილის ინფორმაციით, უბნის სიახლოვეს კანონის დარღვევით მობილიზებული არიან ე.წ ძველი ბიჭები, რაზეც პოლიციას რეაგირება არა აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო