ირაკლი კუპრაძე - 15 საათის მონაცემებით, ოპოზიცია ბათუმში 90%-ით იმარჯვებს

15 საათის მონაცემებით, ოპოზიცია ბათუმში 90%-ით იმარჯვებს, - ამის შესახებ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, დღის მეორე ნახევარში ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება.

“15 საათის მონაცემებით, ბათუმში საარჩევნო უბნების 90 პროცენტს ოპოზიცია - გიორგი კირთაძე იგებს. მთელი ოპოზიციური ერთობა მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება და არჩევნებზე მივიდეთ. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და აირჩიეთ ოპოზიციური ბათუმი. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" ბრიფინგებიდან ანონსდება ამომრჩეველთა ძალადობრივად მიყვანა 4 საათის შემდეგ. ამ ეტაპზე ოპოზიცია ცალსახად დიდი სხვაობით გამარჯვებულია. არცერთი ხმა არ იქნება დაკარგული და უამრავი საჩივარია დაწერილი", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო