რუსთავში #17 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

რუსთავში #17 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამი დამკვირვებელი უბნიდან გააძევა. როგორც #17 საუბნო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, დამკვირვებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინი.

























