ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის ორი წევრი გააძევეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის ორი წევრი გააძევეს. მისივე ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დამკვირვებელს თინათინ კაკაჩიას ბიულეტენები ჰქონდა და ოთახში იყო გამოკეტილი. წითლიძის ინფორმაციით, ადგილზე მოსულმა პოლიციამ დანაშაულის აღკვეთის ნაცვლად, კომისიის წევრები გამოაძევა.

რაც შეეხება, კომისიის თავმჯდომარეს, მან კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო თინათინ კაკაჩია ამბობს, რომ „ის არსად არ იყო გამოკეტილი და საპირფარეშოში იმყოფებოდა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა