ზუგდიდში, 21-ე უბანთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ანა წითლიძესა და „ქართული ოცნების” დამკვირვებელს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, 21-ე უბანთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ანა წითლიძესა და „ქართული ოცნების” დამკვირვებელს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, 21-ე უბანთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ანა წითლიძესა და „ქართული ოცნების” დამკვირვებელ თინა კაკაჩიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მათ შორის „ბლოკნოტის" დაკარგვას მოჰყვა, რომელიც კაკაჩიას ეკუთვნის.

უფრო კონკრეტულად, ანა წითლიძემ უბნის გარეთ, ჟურნალისტებთან წარმოადგინა „ბლოკნოტი”, რომელშიც მისივე ინფორმაციით, მოცემულია საჯარო მოხელეების სახელები და გვარები, რომლებიც მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დახმარებას უწევენ. მაშინ როცა ანი წითლიძე სახელებსა და გვარებს კითხულობდა, ადგილზე მივიდა თინა კაკაჩია, რომელმაც კითხვა დაუსვა წითლიძეს, თუ საიდან აღმოჩნდა მისი "ბლოკნოტი" წითლიძის ხელში. სიტყვიერი დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ მოხდა.

„ჩანთიდან ბლოკნოტი და ფული ამომაცალეს, 20 თუ 25 ლარი”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” თინა კაკაჩიამ.

ამის შემდეგ სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძე, ამავე პარტიის დამკვირვებელი ხათუნა შამუგია და „ქართული ოცნების” დაკვირვებელი თინა კაკაჩია ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს.