ოპოზიციის წევრის ინფორმაციით, ფოთში, მე-11 საარჩევნო უბანთან დამკვირვებელს, რომელმაც უბანზე დარღვევა გამოავლინა, „ოცნების" აქტივისტმა სახეში ყავა შეასხა

ფოთში მე-11 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ დამკვირვებელს, რომელმაც უბანზე დარღვევა გამოავლინა, „ქართული ოცნების" აქტივისტმა სახეში ყავა შეასხა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება მოჰყვა. მათივე განცხადებით, ყველა მსგავს შემთხვევზე რეაგირება შესაბამისმა უწყებამ უნდა მოახდინოს.

„გავაჩერეთ მანქანა, სადაც სიები ედოთ, დამალეს, შემდეგ ვიღაც ბიჭმა გაიტაცა ეს სიები და იმ გოგოს, რომელიც გამოეკიდა, მოუბრუნდა და ცხელი ყავა შეასხა სახეში. ასეთ შემთხვევაზე შეაბამისმა უწყებამ რეაგირება უნდა მოახდინოს“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენელი ჟანა ჩაჩავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო