რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - თუ საჭირო გახდება, აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ხერხს, რომ დავიცვათ პირადად პატიმარი და მისი უსაფრთხოება, მათ შორის, ვერტმფრენითაც

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, გარკვეულ ძალებს პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაში ხელშეშლა სურთ.

მისივე თქმით, გადაყვანაში ხელისშემშლელი პირები სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

„ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, სადაც საუბარია იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენთვის პატიმრის გადაყვანისას ხელშეშლა საკმაოდ დიდი ძალებით. მე მათ გასაგონად ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ხაზგასმით და მკაფიოდ – თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ბუნებრივია, ის კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენიც.

„აბსოლუტურად არავის ეშინია. ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი საჭირო გახდება, პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ხერხს, რომ დავიცვათ პირადად პატიმარი და მისი უსაფრთხოება, მათ შორის, ვერტმფრენითაც. ჩვენ აბსოლუტურად არავისი გვეშინია. მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ტყუილად თავს ნუ შეიწუხებენ, რადგან ამით მხოლოდ ისინი აღმოჩნდებიან პასუხისმგებელი კანონის წინაშე და მკაცრად ვაფრთხილებ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მან, ასევე ისაუბრა სამინისტროს საპასუხო ნაბიჯზე იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს იტყვის.

„არსებობს დადგენილი წესები და ვიმოქმედებთ ყველა დადგენილი წესის შესაბამისად. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, ვიცავთ და ვემსახურებით ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის აღსრულებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს