ხატია დეკანოიძე - ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებამდე, მინდა მოგიწოდოთ უბნებზე მისვლისკენ, გამარჯვება ძალიან ახლოს არის

ძალიან ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებამდე, მინდა მოგიწოდოთ უბნებზე მისვლისკენ, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. უამრავი ადამიანი ჩამოდის ქუთაისში, ამიტომ ნუ დარჩებით სახლში, ყველანი უბნებზე ხმების დასაცავად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 6 საათის შემდეგ საჯარო მოხელეების დახმარებით ქუთაისის რამდენიმე უბანზე ე.წ. კარუსელის დატრიალება იგეგმება. დეკანოიძე აღნიშნულ პირებს მოუწოდებს „ფულის დარიგება და ამომრჩევლებზე ზემოქმედება შეწყვიტონ“.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო იმ სქემების შესახებ, რომლებსაც აპირებენ, რომ აამუშავონ 6 საათის შემდეგ. 95-ე, 91-ე, 86-ე და 33-ე საარჩევნო უბნებზე სპეციალურად დანიშნული ადამიანები მიდიან „კარუსელებისთვის“, მათ აქვთ გაკეთებული სპეციალური ნიშნული და აღარ ატარებენ მარკირებას. უკანონო ქმედებაში ჩართულია რამდენიმე საჯარო მოხელე, რომელთაც ვაფრთხილებ, რომ შეწყვიტონ ფულის დარიგება და ზემოქმედება. ეს არის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია და ქუთაისის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, რომელიც ჩართულია ადამიანებზე ზემოქმედებაში. ასევე, მიმაგრებულია საკრებულოს ყოფილი წევრი ნიკა დვალი, რომელიც ავანგარდის ტერიტორიაზე ატერორებს მოსახლეობას. ამ ყველაფერში აუცილებლად სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩაერთონ. არცერთი ადამიანის უკანონო ქმედება არ დარჩება პასუხგაუცემელი და ყველა სქემას გადავკეტავთ, არ გიშველით არც ფული და არც მოსყიდვა”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ხატია დეკანოიძე - ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებამდე, მინდა მოგიწოდოთ უბნებზე მისვლისკენ, გამარჯვება ძალიან ახლოს არის

ძალიან ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებამდე, მინდა მოგიწოდოთ უბნებზე მისვლისკენ, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. უამრავი ადამიანი ჩამოდის ქუთაისში, ამიტომ ნუ დარჩებით სახლში, ყველანი უბნებზე ხმების დასაცავად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 6 საათის შემდეგ საჯარო მოხელეების დახმარებით ქუთაისის რამდენიმე უბანზე ე.წ. კარუსელის დატრიალება იგეგმება. დეკანოიძე აღნიშნულ პირებს მოუწოდებს „ფულის დარიგება და ამომრჩევლებზე ზემოქმედება შეწყვიტონ“.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო იმ სქემების შესახებ, რომლებსაც აპირებენ, რომ აამუშავონ 6 საათის შემდეგ. 95-ე, 91-ე, 86-ე და 33-ე საარჩევნო უბნებზე სპეციალურად დანიშნული ადამიანები მიდიან „კარუსელებისთვის“, მათ აქვთ გაკეთებული სპეციალური ნიშნული და აღარ ატარებენ მარკირებას. უკანონო ქმედებაში ჩართულია რამდენიმე საჯარო მოხელე, რომელთაც ვაფრთხილებ, რომ შეწყვიტონ ფულის დარიგება და ზემოქმედება. ეს არის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაბუნია და ქუთაისის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, რომელიც ჩართულია ადამიანებზე ზემოქმედებაში. ასევე, მიმაგრებულია საკრებულოს ყოფილი წევრი ნიკა დვალი, რომელიც ავანგარდის ტერიტორიაზე ატერორებს მოსახლეობას. ამ ყველაფერში აუცილებლად სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩაერთონ. არცერთი ადამიანის უკანონო ქმედება არ დარჩება პასუხგაუცემელი და ყველა სქემას გადავკეტავთ, არ გიშველით არც ფული და არც მოსყიდვა”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი