“ნაცმოძრაობის" წევრის ინფორმაციით, ფოთში, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან და  ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ

ფოთში “ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში დგანან და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. მისივე თქმით, ყველა უბანთან მიკროავტობუსი დგას და მიკროავტობუსში მყოფ პირებს დასურათებული სიები აქვთ.

„ხალხს უნდა ცვლილება. პოლიციას როგორ ელაპარაკებიან იცით? „გაიწიე ბიჭო“. ხელისუფლება ახალისებს ამ „შპანას", -განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებთან ახალგაზრდების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას უარყოფენ.

„რაც შეეხება იმას, თითქოს უბნებთან არაფხიზელ მდგომარეობაში ახლაგაზრდები იმყოფებიან, ვერ დაგიდასტურებთ. მე ვიყავი რამდენიმე უბანზე, ვნახე გარე პერიმეტრი და მსგავსი ფაქტი არ შემინიშნავს", - განაცხადა სალომე როდონაიამ.

ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ჯეიმი ფლაი - უკრაინელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მზად არიან დაიცვან თავის ქვეყანა, მიუხედავად საშინელი საფრთხისა, რომლის წინაშეც იდგა უკრაინის ბევრი ოფიციალური პირი და უკრაინელი ხალხი
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის - ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან
IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა