ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციის მოწყობას გეგმავს

ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციის მოწყობას გეგმავს

„ქართული ოცნების“ წევრის ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, იმის გამო, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აგებს. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სოფელ კახათში, 49-ე უბანთან განუცხადა, სვანეთიდან სამეგრელოში ჩამოვიდა იმ მიზეზით, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

მისივე განმარტებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია სპორტსმენების მობილიზებას გეგმავს.

„ზოგადად, ვაკვირდები საარჩევნო პროცესს და ამიტომ ჩამოვედი. გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება პროვოკაცია, იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობა” აგებს. რა თქმა უნდა, ეს მათ ამპლუაში ყოფნაა და ვფიქრობთ, რომ შეიძლება რაღაც პროვოკაციები მოაწყონ. არ ვიცი ამათ ტვინში რა მოიხარშება, კარგი რომ არაფერი მოიხარშება, ესეც ვიცი. ვნახოთ, დავაკვირდებით ვითარებას", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ადგილზე იმყოფება მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.