ნიკა მელია - ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა

ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ახლა როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ისტორია დაიწერა.

„ბევრ ადამიანს სჯეროდა, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, მაგრამ კოალიციურმა ერთობამ მოიტანა თავისი შედეგი. დაარწმუნა 10 000-ობით დამატებითი თბილისელი, რომ ღირს იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც ისტორია დაიწერებოდა და ჩვენ მათთან ერთად ისტორია დავწერეთ.

რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ ახლა გვიყურებს და მინდა მივესალმო აქედან დიდი პატივისცემით და ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, მე მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული მან შეწყვიტოს შიმშილობა იმიტომ, რომ იგი გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი და არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო