ქუთაისის 124-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

ქუთაისის 124-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. ადგილზე მყოფი დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლისას იმ ადამიანების ნაცვლად მოაწერა ხელი, რომლებიც არჩევნებზე ხმის მისაცემად არ ყოფილან.
თავად უბნის თავმჯდომარემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ერთ-ერთი დამკვირვებელი ნინი თვალავაძის განცხადებით, უბნის ჭიშკარი ბოქლომით ჩაკეტეს და მანამ არ გააღეს, ვიდრე მათთვის სასურველი ბალანსი არ დასვეს.
,,პირველი ტური ამ უბანზე მოვიგეთ, შესაბამისად, თავმჯდომრეს ჰქონდა პირადი წყენა და დაიწყო იმ ადამინების ნაცვლად ხელის მოწერა, ვინც უბანზე არ ყოფილა. ეს უბანი წავაგეთ 12 ხმით, ჩაგვიკეტა ჭიშკარი და სანამ არ დასვეს ბალანსი, რომ 12 ხმით წააგო ოპოზიციამ მანამდე არ გაგვიღეს. ვითხოვთ აღნიშნული უბნის ბათილად ცნობას, თუმცა უნდა გავიაროთ კონსულტაცია იურისტებთან”, - აღნიშნა ნინი თვალავაძემ.

























