ცესკოს ამ დროის მონაცემებით, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების - II ტურზე პირველად შედეგებს გამოქვეყნება დაიწყო.

ცესკოს ამ დროის მონაცემებით, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ.

რუსთავში, 88 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 62 საარჩევნო უბანი. მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს. კერძოდ, 62 უბნის მონაცემებით, ლაცაბიძეს 54,418%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს 45,582% აქვს.

ქუთაისში, 124 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 60 საარჩევნო უბანია დათვლილი. მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს. კერძოდ, 60 უბნის მონაცემებით, 52,341% იოსებ ხახალეიშვილს აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობი“ს მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს 47, 659%.

ფოთში უკვე დათვლილია 33-ვე უბანი და შედეგად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს. კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, ვაჭარაძეს 57,35 % , ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი უგულავას - 42,65 % აქვს.

ბათუმში, 105 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 48 უბანი. ამ მონაცემებით კი ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი. ჩიქოვანს ხმების 51,476% აქვს. რაც შეეხება“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა 48,524% უჭერს მხარს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს