ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ფოთში ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, "ქართული ოცნების" კანდიდატი იმარჯვებს

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების - II ტურზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ფოთში 33-ვე საარჩევნო უბნის (100%) დათვლის შედეგად "ქართული ოცნების" კანდიდატი იმარჯვებს.

კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, ვაჭარაძეს 57,35 % აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა გიორგი უგულავამ - 42,65 % მიიღო.

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი და არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა