ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 51.01%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა 48.98% მიიღო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.

კერძოდ, ბათუმში 105 უბნიდან დათვლილია 105-ვე უბანი. „ქართული ოცნების“ კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს ხმების 51,01% აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს მხარი ამომრჩევლის 48,98%-მა დაუჭირა.

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი და არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო