არჩილ ჩიქოვანი - ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ

"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მეორე ტურის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც მან განაცხადა, იგი ბათუმის მერიაში დაწყებული პროექტების გაგრძელებას გეგმავს.

„ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ, ძალიან მძიმე და სიძულვილის ენით გაჯერებული ორივე ტურის მიუხედავად, რაც ჩემ მიმართ ტალახის სროლით და „ფეიკ“ ნიუსებით იყო გაჯერებული. მინდა მადლობა გადავუხადო 77 000 ამომრჩეველს, რომლებიც არჩევნებზე მივიდა და ქვეყნის მომავალ განვითარებას ხმა მისცა. პრაქტიკულად დღეიდან ვაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც წამოწყებული გვქონდა და დიდი მოლოდინით ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი პროგრამული ხედვების რეალიზება დაიწყება", - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა