იოსებ ხახალეიშვილი - ბევრი დაწყებული საქმე გაგრძელდება, ყველა, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მზად ვარ, ერთად ვიმუშაოთ

„ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ცესკოს წინასწარ შედეგებს აფასებს. ის მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ამ შედეგებს ელოდა და ამის შესახებ პირველივე ტურში განაცხადა.

"დავიწყებ მადლობით ჩემი გუნდის მიმართ, თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც გვერდით დაუდგა ქუთაისს, იოსებ ხახალეიშვილს. ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ გუშინ და ეს უკვე გამოცხადებულია ცესკოს ვებგვერდზე. ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მედიას და დარწმუნებული ვარ, მომავლში გვექნება აქტიური და პოზიტიური თანამშრომლობა. ბევრი დაწყებული საქმე გაგრძელდება, იქნება ბევრი ახალი საქმე და ვფიქრობ, ყველა, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მზად იქნება ერთად ვიმუშაოთ.

რაც შეეხება გადაგზავნილ ოქმებს, მე ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ცესკო იტყვის თავის სათქმელს. ამ შედეგს ველოდი, ეს პირველი ტურის დამთავრებისთანავე განვაცხადე. პირველ ტურში მივაღწიეთ მთავარ გამარჯვებას, საკრებულოს უმრავლესობით და ის სხვაობა, რომელიც 1200 ხმას წარმოადგენდა, ვნახეთ, რომ ოპონენტს 3000 ხმით მოვუგე", -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე.

"ოპონენტების კამპანია, შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ზოგადად ქალაქისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევძელი ბოლომდე მივიყვანე საარჩევნო კამპანია, ისე როგორც შეფერის ამ ქალაქს. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია და კითხვა, ჩემი საქმიანობით დავანახებ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ყველაზე მართალი. რაც შეეხება, გეგმებს, პირველ რიგში უნდა დავამტკიცოთ ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებული იქნება. მომავალ წელს გვექნება ბევრი პროექტი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს