პარტია „საქართველოსთვის" ქუთაისის სიის პირველი ნომერი, ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ მას ავტომობილი დაუზიანეს

პარტია „საქართველოსთვის" ქუთაისის სიის პირველი ნომერი, ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ მას ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ელეონორა არჩაიას თქმით, ეკლესიაში წირვაზე იყო, გამოსულს კი ავტომობილის მინა ჩამსხვრეული დახვდა. მისი თქმით, უცნობია, ვინ დააზიანა მისი ავტომობილი, თუმცა მომხდარს პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს.

როგორც არჩაია აცხადებს, „ქართული ოცნებიდან" გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ, ზეწოლა დაიწყო და საფრთხე მის ბიზნეს საქმიანობასაც ემუქრება.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

ელეონორა არჩაია წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „ქართული ოცნებიდან", ახალი მოწვევის საკრებულოში კი პარტია „საქართველოსთვის" სიით მოხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო