წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გია ხარჩილავას წარმატებას უსურვებს

წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას - ვიმედოვნებ, მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და მანდატს წალენჯიხას მოახმარს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი წალენჯიხაში გოგა გულორდავა არჩევნების მეორე ტურში კონკურენტის გამარჯვებას.

გულორდავა მადლობას უხდის მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც არჩევნებზე მივიდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

“მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა, რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა. წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს“, - წერს გოგა გულორდავა "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც არჩევნებში ოპოზიციონერმა მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გოგა გულორდავას “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გია ხარჩილავამ მოუგო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა